27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
კახა კალაძე ჟურნალისტ მაია მამულაშვილის და "ტვ პირველის" წინააღმდეგ - საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა იმართება

მორიგი სასამართლო სხდომა იმართება საქმეზე კახა კალაძე ჟურნალისტ მაია მამულაშვილის და "ტვ პირველის" წინააღმდეგ - პროცესი პაექრობის ეტაპზეა.

სარჩელი ეხება "ტვ პირველის" ეთერში, საავტორო გადაცემა დღის ამბებში მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს კახა კალაძემ ერთ-ერთი ტენდერიდან მიითვისა 60 მილიონი და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია. სარჩელი ცილისწამებისთვის შეიტანეს, მიზანი ამ ცნობის უარყოფა და კომპენსაციის დაკისრებაა.

"დღეს დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის განხილვა, უბრალოდ, სავარაუდოა, რომ ალბათ მოსამართლე გადადებს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას, როგორც არის დადგენილი პრაქტიკა. არაფერი არ არის გამორიცხული, მას კანონით აქვს უფლება დღესვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

საქმე ეხება მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ და ყალბ ინფორმაციას კახი კალაძეზე, რომ თითქოს მან 60 მილიონი ავტობუსების ტენდერებიდან ჩაიდო ჯიბეში და ამის თაობაზე არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია. ჩვენ ველოდით ამ 3-4 ინსტანციის პერიოდში, რომ ისინი წარმოადგენდნენ რაიმე ტიპის დოკუმენტაციას. ერთადერთი ისინი ეყრდნობიან რაოდენ გამაოგნებელი და სასაცილოც არ უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო კლიპს," - აცხადებს კახა კალაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია

დღის ამბები