27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

"მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები და ირკვევა, ვის აქვს პოტენციალი. ეს ხდება იმისათვის, რომ ამ არჩევანს ხელი არ შეეშალოს. გადავწყვიტეთ, რომ ყველა კანდიდატს მხარი დავუჭიროთ და დანარჩენი პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს,"- აცხადებს სარჯველაძე. 

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს თავდაპირველად 19 კანდიდატურა წარედგინა, თუმცა სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა.

დღის ამბები