27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა-მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არც ერთი მისი ადვოკატისთვის არასდროს უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა.

"მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.
 
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო.
 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას," - წერს სააკაშვილი.
დღის ამბები