27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ხანძარი მოსკოვში - დაიღუპა 7 ადამიანი

7 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად რუსეთის დედაქალაქში, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცეცხლი კომსომოლსკაიას მოედანზე განთავსებულ ყვავილების საწყობში გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.

გამომძიებლების ინფორმაციით, საქონელი საწყობში არასწორ პირობებში ინახებოდა. დამატებით დეტალებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.

დღის ამბები