27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს - ზელენსკი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორია ერთ დღეში 400-ჯერ დაბომბეს - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში და ფრონტზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქშია.

"ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლები თავდასხმებია – ამინდის გაუარესების გამო, რუსული დაბომბვის რაოდენობა, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალი რჩება.

ლუჰანსკის ოლქი – ნელ-ნელა ბრძოლებით წინ მივდივართ. დღეის მდგომარეობით, დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში 400-მდე დაბომბვა მოხდა.

მადლობა ყველას, ვინც პოზიციებს ინარჩუნებს და ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს. სამხრეთში ვიცავთ პოზიციებს, თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს. უკრაინის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოში უკიდურესად დადებითად არის აღქმული. ეს საკმაოდ კონსტრუქციული და რეალისტურია – განსხვავებით რუსული ცარიელი და ცრუ რიტორიკისა, თითქოს მზადყოფნა აქვთ რაიმე სახის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიომ მიიღოს უკრაინის მშვიდობის ფორმულა," - ამბობს ზელენსკი

დღის ამბები