27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
მსოფლიოს ბავშვთა დღის კამპანიის ფარგლებში ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შენობის ფასადი გაეროს ფერებში განათდა

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შენობის ფასადი გაეროს ფერებში განათდა. კამპანია მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დაესწრო. ღასან ხალილმა ახალგაზრდებთან ღონისძიების მიზანზე - ბავშვთა უფლებების საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე - დისკუსია გამართა.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი "ჯორჯიან მანგანეზის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა და მისი მიზანი ახალგაზრდების ხელშეწყობაა.

დღის ამბები