27 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
მოწამლულია თუ არა სააკაშვილი - იუსტიციის სამინისტრო სამხარეულის ეროვნულ ცენტრს ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართავს

მოწამლულია თუ არა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტრო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს დილით სამხარაულის ეროვნულ ცენტრს მიმართავს. იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს - საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი. ამავე დროს, რატი ბრეგაძე მოუწოდებს ყველას ამ საკითხთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. 

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ  შესაბამისი მტკიცებულებები. 

მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" - ამბობს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები