"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ზუგდიდში მომხდარი მკვლელობიდან მალევე ორი პირი დააკავეს. შსს ფაქტს 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
ზუგდიდში 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით მოკლეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენეს, რის შედეგადაც მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მომხდარს წინ მოზარდებს შორის გარჩევა და დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე და მიმდებარედ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.