27 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდში 15 წლის მოზარდი მოკლეს. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

დღის ამბები