27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
დიდი მზადება დასრულებულია - მუნდიალი 2022 ყატარში ოფიციალურად დაიწყო

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ოფიციალურად გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად არაბული ქვეყანა მასპინძლობს. უჩვეულოა ისიც, რომ ისტორიაში პირველად, მთავარი საფეხბურთო ღონისძიება - მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ტარდება. თუმცა ტემპერატურა ყატარში მაინც მაღალია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, თანაც ზამთარში პირველად ტარდება და გულშემატკივრებსა და ვეტერან ფეხბურთელებს პროგნოზების გაკეთება ცოტა უჭირთ, თუმცა ფინალში მაინც ფავორიტებს ელოდებიან.

თავისი ფავორიტები ჰყავს ლეგენდარულ ქართველ მწვრთნელსა და ფეხბურთელს. რევაზ ძოძუაშვილი სამხრეთ-ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივარია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფსონს გერმანიასა და საფრანგეთზე დებს.

პლანეტის ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული საფეხბურთო ფორუმი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, იტალიის ეროვნული ნაკრების გარეშე ჩაივლის. სკუადრა აძურას გარდა, ტურნირის საგზური ვერ მოიპოვეს შვედეთმა, თურქეთმა, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, ნორვეგიამ და შოტლანდიამ.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ყატარში 32 გუნდი იბრძვის. რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გახდება თასის მფლობელი 25 დეკემბერს გაირკვევა.

დღის ამბები