27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საშიში დიეტები, მოტყუებული მომხმარებლები და სქემა, რომლითაც გახდომის მსურველები საავადმყოფოებში ხვდებიან  - "კურიერი PS-ის" ექსპერიმენტი

დიეტა, რომელიც თქვენს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს - შესაძლოა გახდომის სურვილი გქონდეთ, თუმცა მოტყუვდეთ და ამით ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ. სმარტ დიეტები, გასახდომი ნაყენები, სმუზები, ტაბლეტები - ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით აქტუალურია. გარკვეული პერიოდით მათი მომხმარებლები ხდებიან, თუმცა შემდეგ კვლავ იმატებენ. ზოგ შემთხვევაში შედეგი უარესია - ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა. "კურიერი PS-მა" გაარკვია, რომ კონკრეტული კომპანიები აფიორაში არასრულწლოვნებსაც ხვევენ.

არსებობს მაგალითები, როდესაც გასახდომი საშუალების მიღების შემდეგ ადამიანები საავადმყოფოებში - პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვდნენ. მიზეზი ის არის, რომ მათმა ორგანიზმმა კონკრეტული პრეპარატი ვერ მიიღო, ამისგან კი დაზღვეული არავინაა. რამდენიმე კომპანია, რომელიც ადამიანებს გახდომას ჰპირდება, გასახდომ საშუალებებს  წინასწარი შემოწმების და სამედიცინო კვლევის გარეშე ყიდის.

სპეციალისტები გვიკრძავალავენ ვენდოთ გაურკვეველ გასახდომ საშუალებებს და გვთავაზობენ რეალურ ფორმულას - ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და მოწესრიგებული ძილი.

დღის ამბები