ბათუმში ფესტივალი "განდაგანა“ მიმდინარეობს.
ევროპის მოედანზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მისთვის დამახასიათებელი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები აქვს წარმოდგენილი. ევროპის მოედანი აჭარული ნაქარგებითაა გაფორმებული და ღია ბაზრობაა მოწყობილი.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდგანა" 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.