"ექსპო ჯორჯიაში" ფერმერთა დღე იმართება. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ერთობლივი ინიციატივით მიმდინარეობს.
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, მიზანი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.