27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს ზეპარტიული საკითხია და შეკრება პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები. მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ გადაყვანა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ თუ დასკვნების მიუხედავად სასამართლო სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ქვეყანაში ძველებურად აღარაფერი გაგრძელდება.

"წილი ნაყარია და მე მინდა მჯეროდეს, რომ იმ დღეს, როდესაც სასამართლოს მიმართავს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე, სადაც შავით თეთრზე, მთელ რიგ საექსპერტო დასკვნებში წერია, რომ ის არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას, მოსამართლე აიღებს ჩაქუჩს, დაარტყამს და იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რაც აქ წერია შავით თეთრზე, მე მაინც ვასკვნი რომ ის არის ჯანმრთელი, დიახაც ვერაფერი ამ ქვეყანაში ძველებურად ვერ გაგრძელდება," - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები