27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტინფუქციურ ცენტრს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვევია

მსოფლიოს ბავშვთა დღის ფარგლებში, ჭიათურის მულტინფუქციურ ცენტრს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ეწვევია.

ღასან ხალილმა მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებთან დისკუსია გამართა.

ღონისძიებას "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი და მუნიციპალიტეტის მერი ესწრებიან. იუნისეფის და ცენტრის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი "ჯორჯიან მანგანეზის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა.

ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში დახმარებას.

დღის ამბები