27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
1 წელზე მეტია ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ცდილობენ როგორმე დაიხსნან ციხიდან - გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა. როგორც გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, სხვადასხვა დიაგნოზით, ოჯახი და მისი თანამებრძოლები ცდილობენ, ექსპრეზიდენტი როგორმე ციხიდან გაათავისუფლონ. 

"ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე ამბობდნენ, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს - მარჯვენა ხელის.  1 წელზე მეტია ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები. ნათელია, რომ ყველაფერს ცდილობს ოჯახი, ადვოკატებისა და თანამებრძოლების დახმარებით, რომ როგორმე ეს ადამიანი დაიხსნან ციხიდან. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ მოხვდებოდა ციხეში, მას რომ უმძიმესი დანაშაულები არ ჩაედინა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები