27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
უკრაინელი სამხედრო პოლიტიკური ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ხერსონიდან რუსების მარცხენა სანაპიროზე გადასვლა ამერიკასთან იყო შეთანხმებული

უკრაინაში რუსული აგრესიით გამოწვეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე, უკრაინელმა სამხედრო პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, იუთუბ არხზე, გადაცემაში  "პოლიტეკა ონლაინ" ისაუბრა. 

რომან სვიტანი ვარაუდობს, რომ ხერსონიდან რუსების მარცხენა სანაპიროზე გადასვლა ამერიკასთან იყო შეთანხმებული. ექსპერტის თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ამოეფარნენ, რის გამოც უკრაინის არმიას ხელფეხი აქვს შეკრული, პუტინმა კი ამიაკის მილსადენი მიიღო.

ამ კამპანიას, ექსპერტის აზრით, ტყვეთა გაცვლით ფუთავენ და ის რუსი ბიზნესმენები ლობირებენ, რომლებიც ახლა ამერიკაში არიან და ექსპერტის თქმით, მათ ხელს ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, მათ შორის, დავით არახამია უწყობს.

"ხერსონიდან რუსების მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შეთანხმებული იყო გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან, დიდი ალბათობით შტატებში, რუსებს გასვლის საშუალება მისცეს, რომლებიც ახლა მშვიდობიან მოსახლეობას არიან ამოფარებული და უკრაინულ არმიას ხელები აქვს შეკრული ამის გამო. პუტინმა კი მიიღო ამიაკის მილსადენი და მისი გადაქაჩვის საშუალება.

ამ ოპერაციის შედეგად, რუსებმა მიიღეს რუსული ენერგომატარებლების ტრანზაქციის საშუალება და 15 მაისამდე გადაუვადეს ემბარგოს ვადა. ასევე, ყველა პორტიდან დაიძრა შეჩერებული რუსული სასუქის გადაზიდვა ამერიკაში. ახლა კი მიმდინარეობს რუსული ამიაკის საკითხის განხილვა, რომელიც ტოლიატიდან ოდესაში გადაიქაჩება მილით, იქედან კი ამერიკაში. მილის ათასი კილომეტრი უკრაინაზე გადის კუპენსკიდან ბალაკლეამდე.

ამიაკს ამერიკელები ყიდულობენ ტოლიატში, შემდეგ კი, როგორც ამერიკული ისე გაივლის უკრაინაზე. რუსი და ამერიკელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ლობირებენ ამ კამპანიას. ჩვენ კი, გამოდის, ბრძოლით გავათავისუფლეთ ეს მილსადენი ამ ოპერაციისთვის. რუს ბიზნესმენებს, რომლებსაც ახლა ამერიკული პასპორტი და ბიზნესი აქვთ შტატებში, ეხმარებიან ახლად გამომცხვარი უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ კამპანიას ფუთავენ ტყვეების გაცვლით. ახლა გაცვლა შეჩერებულია და შემდეგ გამოაცხადებენ, ამიაკის გადაქაჩვის ოპერაციის სანაცვლოდ, რეალურად კი რუსებს ფულის შოვნაში ეხმარებიან.

ამიაკის გადაქაჩვას ჩვენ მოვემსახურებით და დაიხარჯება ჩვენი ელექტროენერგია, რომელსაც ახლა რუსები გვინადგურებენ და უკრაინელი პოლიტიკოსების მსგავსი ქმედება ქვეყნის ღალატია, მათ პასუხი უნდა აგონ. ადრეც ასე იყო. მთელი 8 წელი, სანამ ვეომებოდით რუსებს, პოროშენკო და მედვედჩუკი რუსული ამიაკის გატარებას ტყვეების გაცვლით ფუთავდნენ. ახლა არახამია მფარველობს ამ მილსადენს. პირდაპირ უნდა ვკითხოთ ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რატომ არ არის აქამდე აფეთქებული ამიაკის მილსადენი, რომელიც უკრაინაზე გადის და რატომ ვეფერებით მას მაშინ, როცა რუსები ანადგურებენ ჩვენს ელექტროსისტემას. ტყვეების გაცვლა "ყველა-ყველაზე" სუფთა თემაა, რომელიც ღიად უნდა ხდებოდეს, მაგრამ სწორედ მას იყენებენ მსგავსი ფინანსური ოპერაციების დასაფარად. ეს ამიაკიც არახამიას კისერზეა, რომელიც დიდხანს აღარ იმუშავებს," - განაცხადა სამხედრო-პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა  რომან სვიტანმა. 

 

დღის ამბები