ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის.
პროკურატურის სპიკერის თქმით, ბრალდებული ხუთი პირი ლოჯისტიკურად დაეხმარა გაქცევაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს. როგორც ცნობილია, მათგან სამი მოლდოვის მოქალაქეა, ორი კი სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს.