ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 37 წლის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული და თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების 24-საათიან მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია და ექიმებთან ერთად სამართალდამცველები მეთვალყურეობენ.
მკვლელობა გუშინ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
რაც შეეხება ბრალის წარდგენას, სწორედ გელა ისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული თუ როდის გააცნობენ საგამომძიებლო უწყების წარმომადგენლები მას ოფიციალურ ბრალდებას.
მკვლელობიდან მეორე დღეს ადგილობრივებს ისევ არ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულ მოტივთან დაკავშირებით. "კურიერის" ინფორმაციით, ეს უკავშირდება მხარეებს შორის წარსულში მომხდარ უთანხმოებას.
შემთხვევა 19 ნოემბერს, შილდაში მოხდა, რასაც 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.