მკვლელობა ყვარელში - სოფელ შილდაში ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მეგობართან მისულ ორ ახლობელს შორის ჯერ სახლში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში გაგრძელდა. იყო რამდენიმე გასროლა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება 25 წლის ბიჭის, გიგა არჯევნიშვილის სიკვდილით დასრულდა. დაჭრილია მკვლელობაში დამნაშავეც.
"კურიერმა"გაარკვია, რომ სავარაუდო დამნაშავე წარსულშიც, არაერთხელ არის ნასამართლევი. 37 წლის გელა ისაშვილს საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ ეკონტაქტებოდნენ.
დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ძირითადად ის პირები, რომლებიც მოკლულთან და სავარაუდო მკვლელთან ერთად ერთ სუფრაზე ისხდნენ.
გამოძიება სასტიკი მკვლელობის მოტივის დადგენის, მტკიცებულების მოპოვების, გამოკითხვების და საბრალდებო დოკუმენტაციის წარდგენის პროცესშია.