27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საარჩევნო კამპანია მე ჯერ კიდევ არ დამიწყია - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დაანონსებული სამუშაო შეხვედრა უკვე დასრულებულია. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის წევრებმა იმსჯელეს, რა ფორმით უნდა ჩატარდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, მათ განიხილეს 2 ვერსია. საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი დამატებით კონსულტაციებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაივლიან. ნაციონალურ მოძრაობაში ასევე საუბარი იყო არჩევნების ჩატარების ვადებზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას საარჩევნო კამპანია, ჯერჯერობით, არ დაუწია.

"უკეთესი იქნებოდა საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავით უკვე კონსოლიდირებული პოზიციით, ვის მიიჩნევენ ღირსეულ კანდიდატად. მე, პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ უდიდესი უმრავლესობა ჩვენი პარტიის ამომრჩევლებისა და წევრებისა გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ გააზრებული არჩევნის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა საარჩევნო კამპანია, რომელიც მე ჯერ კიდევ არ დამიწყია,"-აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები