27 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი 13:12 დაამარცხა

12: 13- საქართველოს რაგბის ისტორია კარდიფში დაიწერა. ბორჯღალოსნებმა უელსს პირველად მოუგეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდა და წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, გამარჯვება იზეიმა.

"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად კარდიფში, მინიმალური სხვაობით მოიგეს და წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელ გუნდს აჯობეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის წელი გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი ჯარიმა ლუკა მანტაკავამ შეასრულა, სწორედ ნაკრების 21-ე ნომერმა მიითვალა გამარჯვების ქულა.

დღის ამბები