27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული უმუშევრობა საქართველოში - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს

ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული უმუშევრობა საქართველოში - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,6%-ი შეადგინა. მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით შემცირდა. უმუშევრობის დონე დაწეულია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ყველაზე მეტად დაქირავებულთა რიცხვმა მოიმატა და 900 ათასს გადააჭარბა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ახალ მაჩვენებლებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ. ამბობენ, რომ უმუშევრობის დონის შემცირება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი.

უმუშევრობის შემცირების ტემპზე საუბრობენ ექსპერტები. სპეციალისტების განმარტებით, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით მოახერხა, გაზრდილიყო დასაქმებული ადამიანების რიცხვიც.

ექსპერტების პროგნოზით, ქვეყანა ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებელს მომდევნო თვებშიც შეინარჩუნებს, რაც უმუშევრობის დონეს საქართველოში კიდევ უფრო შეამცირებს.



დღის ამბები