ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ოსური ცეკვის მასტერკლასი გაიმართა.
ქართული ცეკვის მასტერკლასის უმთავრესი მიზანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომუშავე ბავშვთა და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ქორეოგრაფთა, პროფესიული დონის ამაღლება.ღონისძიებაზე მოეწყო უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართა დისკუსიაც. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.