27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
არავის გვიხარია, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე საუბარია დასანქცირებაზე, უკუსვლაზე, საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებაზე - ნიკა მელია

ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეიდან დაბრუნებულმა ნიკა მელიამ ლისაბონში მიღებულ რეზოლუციის საკითხებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის პრიორიტეტი სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"არავის გვიხარია, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე საუბარია დასანქცირებაზე, საუბარია უკუსვლაზე, საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებაზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა, დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში, ქვეყნის დემოკრატიის განვითარება და მედიის თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე," - აცხადებს ნიკა მელია. 

შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობით სახალხო პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

დღის ამბები