ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეს სუნაკის პირველი ვიზიტია კიევში.
შეხვედრაზე პრემიერმა ზელენსკის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა დაუდასტურა.