მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხურჩაში მცხოვრები, 9 წლის მარი ფოჩხუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა, ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო, რასაც შემდგომი პროცესები მოჰყვა.
უცნობია ჰქონდა, თუ არა მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.