27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
აშშ იზიარებს წინასწარ შეფასებას, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის იყო გამოწვეული - თეთრი სახლის პრეს-სპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს წინასწარ შეფასებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული - აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

როგორც კარინ ჟან პიერი ამბობს, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

"ამერიკელი და პოლონეთის ოფიციალური პირები, ფაქტების დასადგენად, უკრაინასთან კავშირზე არიან. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზისთვის. ამ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, საბოლოოდ პასუხისმგებელი მხარე არის რუსეთი, რომელმაც უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. მისი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. საჯაროდ დავუჭირეთ მხარი პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში დაეშვა. არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი," - განაცხადა კარინ ჟან პიერმა.

დღის ამბები