27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" "ხაბეს" დონემდე დავიდა და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები მათ იმედად არიან - დიმიტრი ხუნდაძე

"ნაციონალური მოძრაობა" "ხაბეს" დონემდე დავიდა და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები მათ იმედად არიან, [ცდოლობენ] რამენაირად მათ რეანიმაციას, რაც შეუძლებელია. ეს მინდა გითხრათ, რომ არ არის ქართული პოლიტიკისთვის კარგი, როცა ოპოზიცია არის მართული და მისი უდიდესი ნაწილი არის მოთამაშე დაკვეთების შესრულების კუთხით", - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არსებული ვითარება ქართულ პოლიტიკას სიჯანსაღეს ვერ შემატებს.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს კარგია. იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკის სიჯანსაღეს ხელს ვერ უწყობს, მაგრამ, სხვათა შორის, როცა მე პროტესტი განვაცხადე, მაჟორიტარულ სისტემაზე იყო საუბარი, სწორედ იმაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისათვის ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებულიყო. მართალია, შევძელით, ვერა იმ ხარისხში, მაგრამ გარკვეულწილად შევძელით, ეს სისტემა შეგვენარჩუნებინა. დღეს არჩევანი პოლიტიკურ სპექტრზე არის მწირი. ეს პარტიული წარმონაქმნები, რომლებიც თითქოს ოპოზიციას ქმნის, იოლად მართვადი ხდება და იოლად იყიდება პანელზე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები