27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
"საშობაო ბატი კომშით" – პრემიერა დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში

"საშობაო ბატი კომშით" – მიხო მოსულიშვილის პიესას წლების შემდეგ ბექა მაღალაშვილი დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში გააცოცხლებს.

პიესა ჩვეულებრივ, დიდი ვალის მქონე ახალგაზრდა წყვილზე და მათ ოჯახში შობის ღამეს მომხდარ ამბავზეა. თორმეტ სცენაში ხდება ტრაგედიაც, თუმცა სპექტაკლის მთავარი გმირები ფინალში ყველა უსიამოვნებას წარსულს ატანენ და შობის ღამეს ასე ხვდებიან.

"საშობაო ბატი კომშით" მიხო მოსულიშვილის პიესაა, რომელშიც ცოლ-ქმრის როლს მსახიობები ნინი ვადაჭკორია და გიორგი ბაბუნაშვილი ასრულებენ.

საშობაო სპექტაკლისთვის კოსტიუმებზე მხატვარმა სალომე ბრეგვაძემ იმუშავა. მრავალფეროვანი ტანსაცმელი და აუდიო-ვიზუალური გაფორმება საშობაო განწყობას ქმნის.

ახლა თეატრში მსახიობები პრემიერისთვის ემზადებიან და გენერალურ რეპეტიციას რეჟისორთან ერთად გადიან.

დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში მაყურებელი წარმოდგენის ნახვას 20 ნოემბერს, პრემიერის დღეს შეძლებს.

 

 

დღის ამბები