27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
აფეთქება კარდენახში - იყო თუ არა დანაშაული წინასწარ განზრახული, ამ თემაზე სავაჭრო ქსელის წარმომდგნლებს საუბარი არ სურთ

კარდენახში ცენტრალურ ქუჩაზე გამთენიისას ძლიერი აფეთქება იყო. "კურიერმა" მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს როგორ აფეთქებენ ერთ-ერთ სუპერმარკეტს. სათვალთვალო კამერაში ჩანს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სავარაუდო დამნაშავეები არიან. მაღაზიასთან მათ ორი ყელყუმბარა დატოვეს და ამავე კადრებში ჩანს აფეთქებამდე, როგორ ტოვებენ ისინი ტერიტორიას. 

"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დაადგინა იმ ორი პირის ვინაობა, რომლებმაც ჩანაწერების მიხედვით დანაშაული ჩაიდინეს, მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ძლიერი აფეთქება კარდენახში იმ ადგილას მოხდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. ხელყუმბარა ღამის საათებში ამოქმედდა და არავინ დაშავებულა.

ძლიერმა აფეთქებამ  ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურა დააზიანა, ყველაზე მეტად კი , მაღაზია მაგნიტი .

მომხდარზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოიკითხნენ მოწმეებიც და პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. 

დღის ამბები