27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ოპოზიციის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მმართველ პარტიაში ევროკომისიის დადებით შეფასებას ელოდებიან

განსაზღვრული ფორმატის მიუხედავად, დღეს, დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნა ურთიერთბრალდებებისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენეს. ინტერპელაციის კითხვის ავტორის რანგში სხდომაზე დღეს ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი აქტიურობდა. გიორგი ვაშაძემ გამოსვლით დღეს 2-ჯერ ისარგებლა.

ორივეჯერ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ეს პოზიცია კი სახელისუფლებო გუნდისგან წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეფასდა.

"ანტიდასავლური" და "ანტიქართული" ეს სიტყვები დეპუტატებმა დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს. ოპოზიციის გამოსვლებს მმართველმა სიცრუეზე დაფუძნებული უწოდა, ამ შეფასების ადრესატი კი ”ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილი იყო.

კითხვა - პასუხის გარდა, დღეს დარბაზში რამდენიმე მოწოდებაც გაჟღერდა. ყველა მათგანი კი პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენით საუბარს ეხებოდა.

სიძულვილის ენის გარეშე ურთიერთობის მომხრე არიან დანარჩენ პარტიებშიც, ისინი, ვინც რამდენიმე თვის განმავლობაში სახელისუფლებო გუნდთან ერთად კომისიის რეკომენდაციებზე მუშაობდნენ ამბობენ, რომ საჭიროა მხარეებს შორის უფრო ღია კომუნიკაცია.

მომავალის გარდა, სხდომათა დარბაზში წარსულზეც ბევრი ისაუბრეს. პოლიტიკურის გარდა კრიტიკის მიზეზი დღეს მუსიკალური გემოვნებაც გახდა. სალომე სამადაშვილის რიტორიკული კითხვა დღეს პასუხის გარეშე დატოვეს, თუმცა ზოგადად ითქვა, რომ ოპონენტების მხრიდან ყველა საკითხზე უკმაყოფილებას ამომრჩეველი პასუხს საარჩევნო ყუთთან სცემს.

ოპოზიციის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მმართველ პარტიაში ევროკომისიის დადებით შეფასებას ელოდებიან. ოპონენტების იმ ნაწილს კი ვინც მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით პროცესს ხელს უშლის - ქართული ოცნება დაპირდა რომ პასუხს 2024 წელს გასცემს.

პოლიტიკური დებატებისთვის დეპუტატებმა დღეს თითქმის 3 საათი გამოიყენეს.

დღის ამბები