27 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ვინ არის ვიქტორ ბუტი, იგივე " სიკვდილით მოვაჭრე", რომელიც აშშ-მა შესაძლოა მოსკოვს ამერიკელი კალათბურთელის სანაცვლოდ გადასცეს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის პერსპექტივა გაძლიერდება და პოტენციურ სიაში, იარაღით ვაჭრობისთვის მსჯავრდებული ვიქტორ ბუტი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

ვიქტორ ბუტი, მეტსახელით "სიკვდილით მოვაჭრე“, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ იარაღით მოვაჭრედ იქცა და დაპატიმრებამდე, ერთ-ერთი მთავარი ძებნილი იყო.  ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში, 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადირება მოახდინა. 

ვიქტორ ბუტი იარაღს ჰყიდდა კორუმპირებულ მთავრობებზე, მეამბოხე ჯგუფებზე და აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის სისხლიან სამხედრო რეჟიმებზე.

იარაღით ცნობილი მოვაჭრე  2005 წელს ჰოლივუდმა პროტოტიპად გამოიყენა ფილმში „ომის მეფე“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად არის პატიმრების გაცვლის ორგანიზებისთვის, ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრინერის გათავისუფლების მიზნით. 

კალათბურთელი, შერემეტევოს აეროპორტში თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკების კონტრაბანდაში ედებოდა, თუმცა გრინერმა სასამართლოს განუცხადა, რომ ნივთები თან წაიღო შეცდომით და არ აპირებდა რუსეთის კანონების დარღვევას. 4 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ კალათბურთელს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსეთის კოლონიებში სულ მცირე აშშ-ის ორი მოქალაქე იხდის სასჯელს, რომელთა გაცვლაზე, მედიის ცნობით, რუსეთი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს არის ბრიტნი ​გრინერი და ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს ამბობდა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან განიხილოს გრინერისა და უელანის გაცვლის საკითხი. 

დღის ამბები