27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ყველგან შეთქმულებები და მტრები გელანდებათ - რომან გოცირიძე უმრავლესობას  

ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ იზოლირებულები არიან და სწორედ ამიტომ, ყველგან შეთქმულება "ელანდებათ". 

"თქვენი განცხადებით ისე გამოგყავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა ჰყავს კონგრესშიც და ევროპარლამენტშიც. თუ მთელ მსოფლიოში გვყავს უმრავლესობა, წადით და გაგვაკეთებინეთ საქმე, რაც ერთხელ გაგვიკეთებია. 

იზოლირებული ხართ, ამიტომაც გელანდებათ ყველგან შეთქმულებები და ამიტომაც გელანდებათ ყველგან მტრები. რომ გიკვირთ, თურმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიიღო უკრაინამ, რომ ის საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ოკუპირებულ ქვეყანას რატომ არ მისცეს მაშინ, თუკი ოკუპაციასთან და ომთან არის ეს დაკავშირებული?!“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ისევ წარსულზე საუბრობს და ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს.

"სამწუხაროდ, თქვენ აირჩიეთ მშობელთა კრების რიტორიკა, ვინ სად არ დადის და სად არ მუშაობს. დღეს, საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო მოსმენებზე ყველა როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის სრული შემადგენლობა ჩართულია ამ პროცესში და არავინ არ არიდებს თავს არც კრიტიკას, არც ჩართულობას და არც კონსესუსის საფუძველზე ხმის მიცემას," - 

დღის ამბები