27 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ისრაელი უკრაინას სტრატეგიულად მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის

ისრაელმა უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება გადაწყვიტა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს. "სტრატეგიული მასალები" უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნების გავლით გადაეცემა. მედიაში წერენ, რომ უკრაინას მიაწვდიან ცეცხლსაწინააღმდეგო და ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს.

როგორც ცნობილია, ისრაელში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის და მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთით არ შემოფარგლულიყო.


დღის ამბები