21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს. არიან დაშავებულებიც, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი ოთხ სართულიანი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები.
პირველადი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ბენზინი ინახებოდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მომხდარი ეროვნულ ტრაგედიად შეაფასა, გამოცხადდა გლოვის დღე.