27 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
თბილისში, 40 წლამდე ქალის სავარაუდო მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა

კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდი თბილისში - მოკლულია ახალგაზრდა ქალი. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი მამაკაცია.

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევამდე, წყვილს შორის მოხდა ჩხუბი.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები