რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციის და მშენებელთა ქუჩებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, სამივე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საავტომობილო გზის, ტროტუარების მოწყობას და დამატებითი მწვანე სივრვეების გაჩენას ითვალისიწინებს. სამუსაობის დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. მიმდინარე პროცესი კი ადგილზე რუსტავის მერმა დაათვალიერა.