27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ - საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა.

დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ძირითადი აქცენტები ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების ჭრილში გაკეთდება.

ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში 2 თვის წინ ელოდნენ, თუმცა ინტერპელაციით მიწვეული მთავრობის მეთაურის მოსმენის გადადება, პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტების გამო მოხდა.

დღის ამბები