ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი მოზარდი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა "ტერორისტული თავდასხმისას" შვიდი ადამიანი მოკლეს.
ამავდროულად, ოპოზიციური წყაროები და დაღუპულთა ოჯახებთან დაახლოებული პირები BBC Persian-თან ამბობენ, რომ ცეცხლი უსაფრთხოების თანამშრომლებმა გახსნეს, რასაც ორი მოზარდის, 9 წლის კიან პირფალაკის და 14 წლის სეფეჰრ მაგსუდის სიცოცხლე ემსხვერპლა.