27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარაში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ინფორმაცია მიიღო, რომ ბირთვულ იარაღს არცერთი მხარე არ გამოიყენებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარაში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ინფორმაცია მიიღო, რომ ბირთვულ იარაღს არცერთი მხარე არ გამოიყენებს-ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული.

ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

დღის ამბები