27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას 20 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას 20 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევრორიენტაციის მომხრეებო,უბრალოთ საზოგადოების რიგითო წევრებო,მედიკოსებო,განსაკუთრებით ახალგაზრდებო.

მოგმართავთ პირველ რიგში,როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.

კაცი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა,საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი ეს კაცია გადასარჩენი.და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება .?! დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.

სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით,არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ-სამწუხაროთ.თხოვნაა - 20 რიცხვში 14 ს.მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!!!!!!!. უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს.!!!!!,"-წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები