"მე ვხედავ მზეს", "როცა აყვადა ნუში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"- ლანა ღოღობერიძის ამ და კიდევ 6 კინოშედევრის ნახვის საშუალება მაყურებელს უკვე მეორე დღეა ეროვნული არქივის კინოთეატრში აქვს. 94 წლის ქართველი რეჟისორი, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ახლა საკუთარ ნამუშევრებს საერთაშორისო ფესტივალებზე გასაგზავნადაც ამზადებს. პირველ ეტაპზე სპეციალური ჟიური ღოღობერიძის ფილმებს შეარჩევს, შემდეგ კი მის გაციფრულებას დაიწყებს.
მათი ნაწილი საკონკურსოდ უკვე თითქმის მზადაა, ნამუშევრებმა სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავების შემდეგ, პირვანდელი გახმოვანება და გამოსახულება დაიბრუნეს. ტოკიოს, კანისა და სან-რემოს კინო ფესტივალების შემდეგ, ლანა ღოღობერიძე კიდევ ერთხელ აპირებს მსოფლიო კინომოყვარულები საკუთარი ნამუშევრებით გააკვირვოს.
ცხრა ნამუშევარი ფილმების იმ ნაწილს შეურთდა, რომელსაც ახლა რეჟისორი საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად ამზადებს. კინოფირიდან რეტროსპექტივამდე შეიცვალა ფერები, გასუფთავდა ხმა. ეროვნული არქივს გუნდმა ტექნიკური სამუშაოები თითქმის ორ წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ დაასრულა.
ლანა ღოღობერიძის ფილმების ნაწილი სრულად აღდგენილია. ეროვნული არქივის კინოთეატრში რეტროსპექტივა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ანი გენებაშვილი