27 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
არჩევნები ამერიკაში - რა პრობლემებს შეუქმნის პრეზიდენტ ბაიდენს რესპუბლიკელების გამარჯვება და რატომ აპირებს ტრამპი ხელმეორედ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში

შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირაში, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს. რესპუბლიკურ პარტიას გარანტირებული 218 ხმა უკვე აქვს და შესაძლოა ბიულეტენების სრულად დათვლის შემდეგ კიდევ 5 ადგილი მიიღოს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსის სავარაუდო შემცვლელი რესპუბლიკელების ლიდერი კევინ მაკკარტი იქნება.

კევინ მაკკარტის რესპუბლიკელების გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და განაცხადა, რომ მზად არის წარმომადგენელთა პალატაში ამერიკელების საკეთილდღეოდ რესპუბლიკელებთან ერთად იმუშაოს.

მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა რაოდენობრივი უპირატესობა უმნიშვნელო იქნება, მათ მიერ უმრავლესობის მოპოვება ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმების რეალიზებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხელს შეუშლის. ამის პარალელურად დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ბაიდენმაც არაერთხელ გამოთქვა, თუცა საბოლოოდ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი იქნება თუ არა 2024 წელს ტრამპის კონკურენტი. მართალია დემოკრატი პრეზიდენტის პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ უმრავლესობის შენარჩუნება სენატში მაინც შეძლო.

დღის ამბები