ცნობილი ისარაელელი სამხედრო ანალიტიკოსი და უსაფრთხოების ექსპერტი ამირ ორენი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობის აღკვეთას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული სპეცსამსახურები კომპეტენტურნი არიან. შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე, სადაც ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციური გვარდიის კვალი იკვეთება, ამირ ორენი ამბობს:
"ეს საოცარი ისტორიაა, მაგრამ არის ეჭვი რომ ეს მხოლოდ ამბის ნაწილია, აისბერგის წვერი, რადგან სხვა შემთხვევებში არსებობს პრეცენდენტები. ეს ისრაელის სადაზვერვო სამსახური მოსადი და სამხედრო დაზვერვა იყო, ვინც გააფრთხილა ადგილობრივი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები. საქართველოს ორგანოები აშკარად კომპეტენტურნი არიან თავის ქვეყნის უსაფრთხოებაში, ეს ეხმარება რევოლუციურ გვარდიაში ისრაელის სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი სქემის გამოვლენაში. დიახ, ირანელებმა სცადეს უცხოელების დაქირავებით საკუთარი თავი დაეფარათ. მართალია, რომ ირანი ებრძვის აისისს. აისისი არის ალქაიდას განშტოება.
მაგრამ ამ საეჭვო საქმეში ყოველთვის ხდება ძალიან უცნაური ალიანსები. ირანული მუშაობის მეთოდი , შაჰის მართველობის ქვეშაც, როცა შაჰს უნდოდა მოეკლა თავისი ყოფილი ხელმძღვანელი ბახტიარი საზღვარგარეთ, მან ეს ერაყში განახორციელა და როდესაც აიათოლა მოვიდა ძალაუფლებაში, მათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი შაპურ ბახტიარი მოკლეს პარიზიდან არც ისე შორს. ასე რომ, ეს ირანელებისთვის თავის არიდებაა, მაგრამ ისრაელელებისთვის ყველაზე საშიში ადგილი არ არის საქართველო. სამი ისრაელელი მოკლეს... ისრაელელისთვის გაცილებით საშიშია დასავლეთ სანაპიროს დასახლებაში ყოფნა. ეს არის ჩრდილოვანი ომი. ირანი ცდილობს ესროლოს ისრაელის სამიზნეებს , იქნება ეს საზღვაო სამიზნეები, თუ საელჩოები არამხოლოდ ისრაელის ებრაელების მთელს მსოფლიოში. შეუძლებელია დაიცვა ყველა ყოველთვის", - ამბობს ისრაელის ტელევიზიის I24news-ის ეთერში ამირ ორენი.