27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო. კონკურსის მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20-ი ათას ლარს შეადგენს.

დღის ამბები