27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ"- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ.

უწყება, ოჯახს  მარიამ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. 

"თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.

საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები