მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი - DataFest Tbilisi დაიწყო.
მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაც კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს.
ღონისძიების მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება.