27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
არაფერი გვაქვს ისეთი, რაც პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას ეწინააღმდეგება - ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას კრემლს აკისრებს, რადგან ომი რუსეთმა წამოიწყო, თუმცა თეთრი სახლი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პოლონეთში მომხდარი აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მათ არაფერი უნახავთ ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ანჯეი დუდას წინასწარ შეფასებებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვართ, თუმცა ამის მიუხედავად, არაფერი გვაქვს ისეთი, რაც პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას ეწინააღმდეგება, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, მსოფლიომ იცის, რომ ამ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების მორიგი ტალღა გამოიყენა, რომელიც სპეციალურად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო გამიზნული. ეს ტრაგიკული და შემაშფოთებელი ინციდენტი არის კიდევ ერთი შეხსენება რუსეთის დაუფიქრებელი ომის შესახებ, რომელიც აირჩია. ჩვენი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რასაც პრეზიდენტი დუდა ადასტურებს," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 

დღის ამბები