თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეთნიკურმა უმცირესობებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში, თორმეტი კუთხე მოაწყვეს, სადაც ეთნოსისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები წარმოადგინეს. ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
საღამოს, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით გაიმართა, დედაქალაქის მერი, საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.